ვებგვერდის გამოყენება რეგულირდება Intern.ge-ს (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ვებგვერდის ადმინისტრაცია“ ან „ჩვენ“) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.

ვებგვერდი https://intern.ge ერთი მხრივ მომხმარებელს უმარტივებს სამსახურის ძიების პროცესს, ხოლო მეორე მხრივ კომპანიებს სთავაზობს მარტივ პლატფორმას სასურველი კადრის მოძიების პროცესის გასაუმჯობესებლად. ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ სტაჟირების ტიპის ვაკანსიებისთვის.

პირობების მიღება

ვებგვერდზე წვდომითა და მისი გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების პირობებს, მათ შორის, კონფიდენციალურობისა და Cookie პოლიტიკას

ვებგვერდის მიზანი

Intern.ge-ს მიზანია გააუმჯობესოს როგორც სამსახურის მაძიებელთა გამოცდილება სტაჟირებების ძებნის პროცესში, ასევე ბიზნესებს შეუქმნას კომფორტული პლატფორმა ახალი კადრების მოსაძიებლად. ასევე Intern.ge კომპანიებს სთავაზობს სტაჟირების მსურველთა ბაზებს, რომელსაც ვაგროვებთ ვებგვერდის მეშვეობით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რომელზე წვდომასაც გვაძლევს ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებელი. ვებგვერდზე დარეგისტრირებით მომხმარებელი ეთანხმება რომ მზადაა მის მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია გადაცემულ იქნას მესამე მხარის პირებზე.

ინტელექტუალური საკუთრების უფლება და მისი დარღვევა

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ჩაშენებული კონტენტი, ბლოგი, ფოტო-ვიდეო მასალა არის Intern.ge-ს ინტელექტუალური საკუთრება ან გამოყენების უფლებით მოპოვებული მასალა. თუ ამ ვებგვერდის გამოყენების პირობებით ან სხვაგვარად, წერილობითი ფორმით არ არის ნებადართული, თქვენ არ შეგიძლიათ:

  • გამოიყენოთ ვებგვერდი ან/და ვებგვერდზე განთავსებული მასალები ნებისმიერი უკანონო ან/და არაავტორიზებული მიზნებისთვის;
  • ამოიღოთ/გამოიყენოთ კონტენტიდან ან/და ვებგვერდიდან ნებისმიერი შეზღუდვა და ნიშანი, რომელიც მიუთითებს ვებგვერდის ადმინისტრაციის ან მისი ლიცენზირების საკუთრების უფლებებზე, მათ შორის და არა მხოლოდ, ამგვარ მასალებში მოცემული საკუთრების შესახებ შენიშვნების ჩათვლით (როგორიცაა © ან ® ); 
  • დაარღვიოთ ან/და სხვაგვარად ჩაერიოთ მომხმარებელთა კონფიდენციალური და სხვა პოლიტიკით გათვალისწინებულ უფლებებში, მათ შორის, მოიპოვოთ ან შეაგროვოთ პერსონალური, იდენტიფიცირებადი ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ, მათი პირდაპირი თანხმობის გარეშე, ხელით თუ ნებისმიერი მექანიკური ან ავტომატური მოწყობილობის გამოყენებით;
  • ჩაერიოთ ან შეაფერხოთ ვებგვერდის ან სერვერების მუშაობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ვებგვერდის სათანადო ფუნქციონირებას და შესაძლოა არ იყოს განსაზღვრული წინამდებარე პირობებით;
  • განაცხადოთ ან სხვაგვარად მიუთითოთ თქვენს კავშირზე ვებგვერდის ადმინისტრაციასთან, იმ მიზნით რომ იგი მხარს უჭერს თქვენს ბიზნესს ან თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას;
  • გადაიღოთ ასლი, შეცვალოთ ტექსტის შინაარსი ან/და ფოტო-ვიდეო მასალის ვიზუალი, თარგმნოთ, მისცეთ განსხვავებული ინტერპრეტირება ვებგვერდზე განთავსებულ მასალას;
  • შექმნათ მონაცემთა ბაზა, ვებგვერდიდან მთელი ან რომელიმე კონტენტის სისტემატური ჩამოტვირთვისა და შენახვის გზით; 
  • გამოიყენოთ ვებგვერდი ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელსაც არ ითვალისწინებს ვებგვერდის გამოყენების პირობები. 

ვებგვერდზე განთავსებული მასალის გამოყენება

თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ ვებგვერდთან დაკავშირებული ბმული მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი:

  • ბმული გაზიარებულია ნათლად და იგი ხილვადია;
  • ნებისმიერი ურთიერთდაკავშირებული ვებგვერდის შინაარსი შესაბამისია იმ კონტენტთან, რომელსაც იგი უკავშირდება;
  • ბმული არის ლეგალური და არ არის საზიანო ადმინისტრაციის ან/და ვებგვერდის რეპუტაციისთვის;
  • ბმული შეუსაბამოდ არ არის დაკავშირებული ან ინტერპრეტირებული ვებგვერდის შინაარსსა და მიზნებთან;
  • ბმული არ გამოიწვევს რაიმე მასალის ავტომატურ ჩამოტვირთვას.

მესამე მხარის მიერ განთავსებული ინფორმაცია

ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებელი არ არის ვებგვერდზე განთავსებული მესამე მხარის ინფორმაციის შინაარსზე, მათ შორის, ვაკანსიებზე, სტატიებზე, რეკლამის შინაარსზე, სხვა მესამე მხარის მიერ გამოქვეყნებულ აპლიკაციებსა და აპლიკაციების საშუალებით წვდომის ობიექტზე.

ასევე Intern.ge-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი ვაკანსიებში წარმოდგენილი ინფორმაციის რეალურ პირობებთან შესაბამისობაზე და ვებგვერდს გარეთ დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობაზე.

კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

ვებგვერდის ადმინისტრაცია იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ზომასა და საშუალებას თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ  არსებობს ამ მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის რისკი, ადმინისტრაცია არ იღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება განიცადოთ არაავტორიზებული წვდომის ან ცვლილების შედეგად. 

დეტალური ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

მარეგულირებელი კანონმდებლობა

ვებგვერდის გამოყენების პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს სასამართლოებს აქვთ ექსკლუზიური იურისდიქცია განიხილონ და გადაწყვიტონ ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ამ პირობებთან. 

დასკვნითი დებულება

ვებგვერდის ადმინისტრაციის ან მისი მომწოდებლების მიერ მოწოდებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალა შეიძლება შეიცავდეს ფაქტობრივ უზუსტობებს ან შეცდომებს, შესაბამისად, ვებგვერდზე არსებული ასეთი შეცდომებისა და უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში, ადმინისტრაციას არ ეკისრება და არ შეიძლება დაეკისროს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა. ადმინისტრაცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან/და მომხმარებლების გამოხმაურებების გათვალისწინებით გამოასწოროს ხარვეზები.  

წინამდებარე წესებისა და პირობების შეცვლილი ვერსიის გაცნობის შემდეგ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ცვლილებას ეთანხმებით.