ახალი გამოცდილების მიღება… ფიქრები, გაურკვეველი ემოციები, მუდმივი თვითკრიტიკა და რაც ყველაზე მძიმე ასატანია გაურკვეველი შედეგის მოლოდინი.
ეს იმ ემოციათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც გასაუბრებაზე პირველად მისულს ეუფლება. ბუნებრივიცაა, ყოველი ახალი გამოცდილება ხომ ასეთი გამოწვევებითაა სავსე. ამ დროს ადამიანს უწევს საკუთარ თავს აჯობოს, თვალებში ჩახედოს გამოწვევებს და თქვას: „მე ამას შევძლებ“. ეს არის მომენტი, რომელზეც შესაძლოა ბევრი რამ იყოს დამოკიდებული. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რჩევების მიღება გამოცდილი ადამიანისგან. სხვისი აზრის გაზიარება კი კარიერის დაწყებისას წარმოშობილ პრობლემებსაც შეგვიმსუბუქებს და ჩვენი თავდაჯერებაც გაიზრდება.
სწორედ, ამიტომ შეიქმნა პროექტი Intern.ge. ეს არის პლატფორმა, რომელსაც ზემოთ ხსენებული პროცესის გამარტივება და შემსუბუქება დიდ საქმედ მიაჩნია.
ვინაიდან შრომის ქართულ ბაზარზე ახალი კარიერის დაწყების მსურველთათვის არ არის სივრცე, სადაც ყველა კომპანია საკუთარ შეთავაზებას მხოლოდ მათთვის გამოფენს, შეიძლება ითქვას, Intern.ge ნამდვილად ხელშესახებ ღირებულებას გვთავაზობს.
კონკრეტულ სფეროში გამოუცდელი, მაგრამ მონდომებული ადამიანისთვის განვითარების ერთ-ერთი შესაძლებლობა სხვაზე დაკვირვება და პრაქტიკული ცოდნის მიღებაა (ბუნებრივია, ღირსეული პირობებით). იქნება ეს მასწავლებელი, პროფესიონალის დამხმარე თუ სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, დამწყებს სჭირდება მენტორი, რომელიც გზას უჩვენებს. სტაჟირების გავლა კი ამის იდეალური საშუალებაა.
დასაქმების მსურველებისთვის ერთ სივრცეში თავმოყრილი სტაჟირებების განცხადებები დიდ კომფორტს წარმოადგენს. პირველ რიგში, ზოგავს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს – დროს. აღარ გიწევს საათობით სხვადასხვა დასაქმების პლატფორმების უსარგებლო და უინტერესო ინფორმაციასთან გამკლავება. ეს პლატფორმა აგარიდებთ სხვადასხვა HR ვებსაიტების ძიების ველში „სტაჟირების“ ჩაწერას და 3 ან 4 შემოთავაზების ნახვით იმედის გაცრუებას.
ხდები საქმეზე ორიენტირებული, ვინაიდან იცი ყველა საჭირო ინფორმაცია ხელის გულზე გაქვს გადაშლილი. შესაბამისად, ირჩევ იმ შემოთავაზებას, რომელიც მხოლოდ შენს ინტერესებზეა მორგებული. ამავდროულად კი, მარტივად აფასებ შრომით ალტერნატივებს.
მხოლოდ საინტერესო შემოთავაზებების კითხვით თავს ვერ გაირთობ. გჭირდება დროში გამოცდილი რჩევები, რომელიც გასაუბრებისთვის მომზადების, CV-ს შექმნას სწორად და კიდევ უამრავი საინტერესო საკითხის გარშემო გესაუბრება. ამ მუდმივად განახლებად რჩევებს ბლოგის ნაწილში პერიოდულად გაგიზიარებთ.
რაც მთავარია, შეგეძლებათ საკუთარი თავი წარუდგინოთ დამსაქმებლებს. პლატფორმა გააერთიანებს უამრავი ტიპის ორგანიზაციას, რომელიც სწორედ შენი შესაძლებლობისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს ეძებენ. Intern.ge-ზე არა მხოლოდ ორგანიზაციების განცხადებების ძიება შეგეძლებათ, არამედ პლატფორმა დაგეხმარებათ რეზიუმე თქვენთვის სასურველ ათობით და ასობით კომპანიას ერთდროულად წარუდგინოთ.
ამიტომ, თუ ხარ ადამიანი, რომელიც გამუდმებით ეძებს ახალ შესაძლებლობებს, სურს თავი ახალ სფეროში გამოცადოს ან საერთოდ არ გაქვს გამოცდილება, ნუ გეშინია, Intern.ge სწორედ შენთვისაა.