სამუშაოს ძიება მარტივი პროცესი ნამდვილადა არაა, განსაკუთრებით, მაშინ თუ ეს თქვენი პირველი გამოცდილებაა. სწორედ, ამ გამოწვევის დაძლევისთვის შეიქმნა ვებგვერდი Intern.ge.

რა არის Intern.ge

ეს არის დასაქმების ციფრული პლატფორმა სტაჟიორებისთვის. აქ ნახავთ როგორც სტაჟირებებს, ასევე დასაქმების მსურველთა ბაზებს.

Intern.ge-ს მიზანია: სტაჟირების მსურველებმა მარტივად მოძებნონ კომპანიები და პირიქით. ადამიანებმა იპოვონ ადგილი, სადაც ახალ შესაძლებლობებსა და უნარებს გამოცდიან.

👉  კანდიდატებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი პროფილი, ატვირთონ CV და გაუგზავნონ დამსაქმებლებს.

👉  თავის მხრივ, კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ სტაჟირება, მიიღონ წვდომა კანდიდატების ბაზებზე, შექმნან shortlist-ები და იპოვონ გუნდის ახალი წევრი.

მისია

პროექტის მისიაა ხელი შეუწყოს განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ახალ სფეროში.

Intern.ge-ს სჯერა სიახლეებისა და საინტერესო გამოწვევების. ამიტომ გირჩევთ, შეაღეთ გამოწვევების კარი და გაბედეთ განვითარება!